საქართველოს ეკონომიკის გაძლიერება ბიზნესის რეაბილიტაციის ხელშეწყობით
საქართველოს ეკონომიკის გაძლიერება ბიზნესის რეაბილიტაციის ხელშეწყობით

ჩვენს შესახებ

კრიზისი ბადებს შესაძლებლობებს

ბრიპა დაფუძნდა 2018 წლის 2 ნოემბერს. მისი  დამფუძნებლები  არიან გამოცდილი  გადახდისუუნარობის პრაქტიკოსები, რომელთა ძალისხმევით და მონაწილეობით  საქართველოში დაიწყო გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმა და დაიწერა ახალი  კანონპროექტი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“.

გადახდისუუნარობის სისტემა მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის, ასევე  საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის. სწრაფი და ხელმისაწვდომი  გადახდისუუნარობის პროცედურები ხელს უწყობს ბიზნესის უწყვეტობას  და ზრდის კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების პროცენტულობას.

რეფორმის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა  პროფესიის  შექმნა და გაძლიერება, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა  ასოციაცია.

ასოციაციის მიზნებია:

1. პროფესიული სტანდარტების დანერგვა

  • პროფესიული და კომერციული ქცევის სტანდარტების დანერგვა;
  • გადახდისუუნარობის საუკეთესო პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა;

2.ღირებულებითი აქტივის დაბრუნება წევრებისთვის

  • წევრების საჭიროებების კვლევა; 
  • წევრთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავება;

3. ლობირება და  პროფესიული ქსელის გაძლიერება

  • სახელმწიფოსთან აქტიური თანამშრომლობა მათ შორის კანონშემოქმედებით პროცესში რეკომენდაციების მიწოდება და მხარდაჭერა;
  • საერთაშორისო გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა პროფესიულ ასოციაციებთან თანამშრომლობა;
  • რეგიონული და ადგილობრივი კონფერენციების, ვიზიტების, შეხვედრების უზრუნველყოფა; 
  • ცნობიერების ამაღლება;

4. განათლება და გამომცემლობა

  • სასწავლო პროგრამებისა და ტრენინგ კურსების დანერგვა;
  • კვლევების განხორციელება;
  • პროფესიული ბიბლიოთეკის შექმნა.
დეტალურად

სიახლეები

რეგიონული კონფერენცია „თანამედროვე გადახდისუუნარობის სამართლის გამოწვევები“ დასრულდა

24 და 25 მაისს „ბრიპა“-მ ‘USAID’-ის და ‘CLDP’-ის მხარდაჭერით ჩაატარა რეგიონული კონფერენცია „თანამედროვე გადახდისუუნარობის სამართლის გამოწვევები“. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსები საქართველოდან, გერმანიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან,  მოსამართლეები საქართველოდან აშშ-დან და გერმანიიდან, აკადემიური წრის წარმომადგენლები გაერთიანებული სამეფოდან, გერმანიიდან და ესპანეთიდან. კონფერენციაზე საპატიოს სტუმრის სტატუსით მოწვეული იყო UNIDROT-ის გენერალური მდივანი პროფესორი იგნასიო ტირადო. მონაწილეებმა და მსმენელებმა ერთმანეთს გაუზიარეს მათი გამოცდილება, გადახდისუუნარობის სამართლის გამოწვევები და ამ გამოწვევების დაძლევის სხვადასხვა მიდგომები.
კონფერენციაზე სხვადასხვა პანელების დროს განხილულ იქნა:
• თითოეული წარმოდგენილი ქვეყნის გადახდისუუნარობის სამართლის ჩამოყალიბებისა და დანერგვის მოკლე მიმოხილვა, პრაქტიკაში არსებული გამოწვევები, კანონის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება და სასამართლოსთვის მიმართვიანობის მაჩვენებელი;
• გადახდისუუნარობის სამართალი, როგორც მეორე შანსი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის;
• სასამართლოს და პრაქტიკოსების როლი გადახდისუუნარობის სამართლის წარმატებული პრაქტიკის განვითარებისთვის;
• ციფრული აქტივების მოძიება გადახდისუუნარობის რეჟიმში და ‘UNIDROT’-ის პრინციპები კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში ციფრულ აქტივებთან დაკავშირებით;

დეტალურად

© 2019 www.bripa.ge