ჩვენს შესახებ

ბრიპა დაფუძნდა 2018 წლის 2 ნოემბერს. მისი  დამფუძნებლები  არიან გამოცდილი  გადახდისუუნარობის პრაქტიკოსები, რომელთა ძალისხმევით და მონაწილეობით  საქართველოში დაიწყო გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმა და დაიწერა ახალი  კანონპროექტი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“.

გადახდისუუნარობის სისტემა მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის, ასევე  საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის. სწრაფი და ხელმისაწვდომი  გადახდისუუნარობის პროცედურები ხელს უწყობს ბიზნესის უწყვეტობას  და ზრდის კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების პროცენტულობას.

რეფორმის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა  პროფესიის  შექმნა და გაძლიერება, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა  ასოციაცია.

ასოციაციის მიზნებია:

1. პროფესიული სტანდარტების დანერგვა

  • პროფესიული და კომერციული ქცევის სტანდარტების დანერგვა;
  • გადახდისუუნარობის საუკეთესო პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა;

2.ღირებულებითი აქტივის დაბრუნება წევრებისთვის

  • წევრების საჭიროებების კვლევა; 
  • წევრთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავება;

3. ლობირება და  პროფესიული ქსელის გაძლიერება

  • სახელმწიფოსთან აქტიური თანამშრომლობა მათ შორის კანონშემოქმედებით პროცესში რეკომენდაციების მიწოდება და მხარდაჭერა;
  • საერთაშორისო გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა პროფესიულ ასოციაციებთან თანამშრომლობა;
  • რეგიონული და ადგილობრივი კონფერენციების, ვიზიტების, შეხვედრების უზრუნველყოფა; 
  • ცნობიერების ამაღლება;

4. განათლება და გამომცემლობა

  • სასწავლო პროგრამებისა და ტრენინგ კურსების დანერგვა;
  • კვლევების განხორციელება;
  • პროფესიული ბიბლიოთეკის შექმნა.

© 2019 www.bripa.ge